ავარია ქარელში: ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაშავდა

გამოწერა
დაშავებულებს შორის ორი არასრულწლოვანია.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვართან ავტოასატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ტელეარხის ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულებს შორის ორი არასრულწლოვანია.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს („ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია").


ყველა ახალი ამბავი
0