თბილისში მშრალი ხიდი იერსახეს შეიცვლის

გამოწერა
მერია თბილისში სუვენირებისა და ანტიკვარული ნივთების მთავარ ბაზრობაზე დასაქმებულთა პირობების გაუმჯობესებას გეგმავს

თბილისი, 15 მარტი — Sputnik.  თბილისში, მშრალ ხიდზე მოვაჭრე ადამიანებისთვის თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება, განაცხადა თბილისის  მერმა კახა კალაძემ.

მშრალ ხიდს და მიმდებარედ არსებულ პარკს ყოველდღიურად ასობით ტურისტი და დედაქალაქის სტუმარი სტუმრობს, სადაც შეიძლება საავტორო სურათების, სუვენირების, ხელნაკეთი და ძველებური ნივთების შეძენა.  

ქართული სუვენირები - Sputnik საქართველო
მშრალი ხიდი: სუვენირების მთავარი ბაზარი თბილისში

 „ჩვენ ამ პროექტის განხორციელებას უახლოეს მომავალში დავიწყებთ. მთლიანობაში, იქ მომუშავე ადამიანებისთვის, რომლებიც ნახატებსა და სურათებს ყიდიან, სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყობა“, – განაცხადა კალაძემ.

როგორც მერმა აღნიშნა, დღეს ისინი გაუსაძლის პირობებში მუშაობენ. პროექტის დასრულებამდე მოვაჭრეებს დროებით  გვერდით ბაღში  გადაიყვანენ, სადაც მათ საკუთარი საქმიანობის გაგრძელების საშუალება ექნებათ. 

დღეისათვის თბილისში მშრალი ხიდი, რომელიც ღია ცის ქვეშ მდებარეობს,  სუვენირებისა და ანტიკვარული ნივთების მთავარი ბაზრობაა. აქ შესაძლებელია იპოვოთ  ხელნაკეთი საავტორო ნივთები, სასაჩუქრე კრებულები ეროვნული სიმბოლიკით, სურათები და სხვადასხვა ნივთები სახლისათვის, ძველებური ნივთები, ფირფიტები და ფოტოაპარატები, საათები და ჭურჭელი.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0