საქართველოში სუფრის ყურძნის ნაკლებობაა?

© photo: Sputnik / Vladimir Ostapkovich / გადასვლა მედიაბანკშიყურძენი
ყურძენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში, რომელიც ღვინის სამშობლოა, სუფრის ყურძნის საკუთარი სახეობა არ არის, განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. საქართველოში პროგრამა „დანერგე მომავლის“ ფარგლებში იგეგმება სუფრის ყურძნისა და ფისტას წარმოება, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

პროგრამა „დანერგე მომავალი“ საქართველოში 2015 წლიდან მუშობს. იგი მიმართულია ქვეყანაში მაღალპროდუქტიული ხილის ჯიშების განვითარებისკენ. სახელმწიფო ფერმერებს უფინანსებს ნერგების საფასურის 70%-ს, ასევე 50%-ია გათვალისწინებული სარწყავ სისტემაზე. ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოში  სამი წლის განმავლობაში 4,7 ათას ჰექტარზე გაშენდა ახალი ბაღები.

„თქვენთვის ცნობილია, რომ, სამწუხაროდ, ქვეყანაში, რომელიც არის უძველესი ღვინის კულტურის ქვეყანა, სუფრის ყურძენი დღეს თითქმის მთლიანად იმპორტით შემოდის საქართველოში. მხოლოდ ბოლო პერიოდში დაიწყო სუფრის ყურძნის ჯიშების წარმოება და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით თანადაფინანსება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი — ქვეყანაში იმპორტის ჩანაცვლებისა და, რა თქმა უნდა, ადგილობრივი სასოფლო–სამეურნეო პოტენციალის გასავითარებლად“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის სიტყვებით, რაც შეეხება ფისტას, ამ კულტურაზე დღეს მსოფლიოში დიდი მოთხოვნაა, საქართველოში კი ძალიან კარგი შესაძლებლობაა მისი  წარმოებისთვის.

საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია 8 ათას წელს ითვლის და მას ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ხალხურ ხელოვნებასა და მატერიალური კულტურის ძეგლებში ფართოდ გამოიყენება ღვინისა და ვაზის გამოსახულება.

საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.

2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.

ღვინის გატანა/შემოტანის შეზღუდვა
ღვინის გატანა/შემოტანის შეზღუდვა - Sputnik საქართველო
ღვინის გატანა/შემოტანის შეზღუდვა

 

ყველა ახალი ამბავი
0