საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

© photo: Sputnik / Konstantin Chalabovრადიო
რადიო - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ წვრილმანი ხულიგნობის მუხლი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა, განუცხადა საიას იურისტმა გიორგი გოცირიძემ "Sputnik-საქართველოს".
საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

„ჩვენ უცენზურო გამონათქვამების აბსოლუტურ აკრძალვას არ ვემხრობით. უბრალოდ, როდესაც ის ეხება სახელმწიფო პოლიტიკის კრიტიკას, რასაც ადგილი ჰქონდა, მაგალითად, „პანორამა თბილისის“ მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქციების შემთხვევაში, ამის ადმინისტრაციული წესით დასჯადობა არაკონსტიტუციურია", – აღნიშნა გიორგი გოცირიძემ.

საიამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი („წვრილმანი ხულიგნობა“) და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონში „უხამსობის" განმარტებასთან დაკავშირებული მუხლების ნორმატიულ შინაარსი კონსტანტინე ჩაჩანიძის სახელით გაასაჩივრა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ კონსტანტინე ჩაჩანიძე, ირაკლი მგალობლიშვილი, ნატალია ფერაძე, ელენე მალაშევსკი-ჯაყელი, გიორგი მაქარაშვილი, ანა მამულაშვილი და ვახტანგ ქარელი 2015 წელს „პანორამა თბილისის“ მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე უცენზურო შინაარსის წარწერებიანი პლაკატების გამო 100–100 ლარით დააჯარიმა.

ყველა ახალი ამბავი
0