ეკონომიკაზე „გამწყრალი“ საბანკო სექტორი, ანუ პოლიტიკას „შეწირული“ საქმე...

© Pixabay / stevepbბანკის საქმიანობა
ბანკის საქმიანობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიტიკური გარემო, მმართველობის სტილი და კომერციული ბანკების საკრედიტო პოლიტიკა... რას ხმარდება საკრედიტო რესურსი, როგორია ეკონომიკის დაკრედიტების მოცულობა და რატომ არ იკლებს ბიზნეს–სესხების წლიური საპროცენტო განაკვეთი?

ქვეყნის საფინანსო ბაზარზე არსებული ვითარების მიმოხილვისას მრავალგზის მითქვამს, რომ ეროვნული ვალუტის სტაბილურობის ხარისხის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორი საბანკო სექტორის საკრედიტო პოლიტიკაა. ისიც არაერთხელ აღმინიშნავს, რომ კომერციული ბანკების წლიდან წლამდე სულ უფრო მზარდი შემოსავლების და მოგების ძირითადი წყარო მათ მიერ გაცემული კრედიტებია. ჩვენში არახალია, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთები და საურავები, რაც მსესხებლებს მძიმე ტვირთად აწვება, საბანკო სექტორისთვის ფინანსური წარმატების მომტანია. საკრედიტო ვალდებულებებით ფიზიკური პირების „დაჯილდოების“ ასპექტებსა და თავად ამ „დაჯილდოებულთა“ ხვედრზე არაერთგზის მისაუბრია. ამჯერად კი თქვენ ყურადღებას ბიზნეს–სესხებზე გავამახვილებ…

ბანკომატი - Sputnik საქართველო
ვინ და რატომ გააძრო პავლეს ტყავი? ანუ მოვალეზე „თავდადების“ ფასი...

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეკონომიკის დასაფინანსებლად კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მთლიანი პორტფელი 986 მილიონი ლარია. მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესი ბანკებმა 324 მილიონი ლარით, ხოლო მსხვილი ბიზნესი – 662 მილიონი ლარით დააკრედიტეს. როგორია ეს პარამეტრები – ბევრია თუ ცოტა? როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, კომერციული ბანკების საერთო საკრედიტო მოცულობაში ბიზნეს–სესხების წილი მზარდია, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა არა კრედიტის მოცულობას, არამედ საპროცენტო განაკვეთს ენიჭება. ამჟამად საბანკო სესხები მეწარმეთათვის ძალიან ძვირია, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ხელს არ უწყობს. უფრო მეტიც, ბოლო დროს როგორც ეროვნულ ვალუტაში, ასევე დოლარში გასაცემ კრედიტებზე ბანკების სარგებელი იმდენად მაღალია, რომ სესხით სარგებლობა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის აზრს კარგავს. გასული წლის პირველ ნახევარში უცხოურ ვალუტაში წლიური საპროცენტო განაკვეთი იურიდიული პირებისთვის ოდნავ შემცირდა, მაგრამ შემოდგომიდან კვლავ ზრდისკენ აიღო გეზი და ახლა მეწარმეთათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი 8.4 პროცენტს შეადგენს. რაც შეეხება ლარში გასაცემი კრედიტების წლიურ განაკვეთს, ის 11.3 პროცენტია. მიმდინარე და გასულ წლებს შორის ეროვნულ ვალუტაში ცვლილება უმნიშვნელოა და 11.0-11.8 პროცენტის ფარგლებში თამაშობს, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში მცირე გაძვირების ტენდენცია აქაც შეიმჩნევა.

ეროვნული ვალუტა ლარი - Sputnik საქართველო
პირველი მერცხალი – ლარის „აიწონა-დაიწონა“ და „საოცნებო“ ფასები!

აქვე დავძენ, რომ ფიზიკურ პირებზე როგორც უცხოურ, ისე ეროვნულ ვალუტაში გასაცემი კრედიტების საპროცენტო განაკვეთები უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც დაბალია… პირველადი დასკვნა მარტივია: ქვეყანაში, სადაც ეკონომიკა სულ ღაფავს, საბანკო საკრედიტო რესურსები ფიზიკური პირებისთვის უფრო მიმზიდველია, ვიდრე მეწარმეებისთვის. სპეციალისტები ადასტურებენ, რომ კრედიტებზე ხელმისაწვდომობის სირთულე ეკონომიკის განვითარებას აფერხებს. ნაწილი პრობლემის მიზეზად პოლიტიკურ და ეკონომიკურ რისკებს მიიჩნევს, რის გამოც კრედიტებზე ხელმისაწვდომობა მეწარმეებისთვის სერიოზულ დაბრკოლებად იქცა.

ანალიტიკოსი მიხეილ ჯიბუტი: „ბანკი არის დამოუკიდებელი სტრუქტურა, ის ორგანიზაცია, რომელიც თამაშის საკუთარ წესებს ადგენს. ამიტომაც როცა ქვეყანაში მეწარმეობის უამრავი ხელის შემშლელი ფაქტორია, ყველაფერს საბანკო სექტორს ვერ დავაბრალებთ. ახლა საერთო კონტექსტია ისეთი, რაც ბიზნესის განვითარებას აფერხებს. მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკის ნაწილი, რა რეალობაც დღეს გვაქვს. რისკი არ არის მხოლოდ ეკონომიკური, ბიზნესისთვის საფრთხე სხვაც ბევრია. მაგალითად, ეს არის ცუდი მმართველობა და ე.წ. საქმიანი წრეების სრული უნდობლობა ხელისუფლების მიმართ, რასაც პოლიტიკური მომენტიც ემატება. ამაში გადის მმართველობის ის სისტემა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა სოლოკრატიის სახით. ასე ხდება, როცა ხელისუფლების გარეთ მყოფი ერთი ადამიანი ფლობს იმაზე მეტ ძალაუფლებას, ვიდრე თვითონ ხელისუფლება. ეს არის მთავარი მიზეზი და სანამ ამ პრობლემას არ ეშველება, სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია. ახლა, რაც შეეხება ბანკების საპროცენტო განაკვეთებს, მას ბაზარი არეგულირებს და ის იქნება მაღალ ნიშნულზე, სანამ არ შეიცვლება პოლიტიკური, მმართველობითი გარემო. სოლოკრატიული სისტემის ფარგლებში რისკი ყოველთვის მაღალია, რის გამოც ყველა მეწარმე თუ ფინანსური სუბიექტი აზღვევს თავის რესურსს. საბოლოო ჯამში, ეს აისახება მაღალ ფასში. ამიტომ ვიხდით იმაზე მეტს, ვიდრე ამა თუ იმ მომსახურების რეალური ღირებულებაა და ასეა საბანკო სექტორშიც…“

ფულის დათვლა - Sputnik საქართველო
თვალი მიჭირავს ბანკზედა, როგორც მიმინოს მწყერზედა...

ფინანსისტების შეფასებით, საბანკო სქეტორის მხრიდან პრიორიტეტები არასწორად არის განსაზღვრული, რაც საბოლოოდ წვრილი და საშუალო ბიზნესის საქმიანობას პრობლემებს უქმნის. ბანკებისთვის კრედიტების გაცემა გაცილებით მომგებიანია იქ, სადაც მინიმალურია რისკი. მორიგი დასკვნა: იურიდიული პირებისთვის საპროცენტო განაკვეთების შემცირება ბანკებისთვის არაპრიორიტეტული და ნაკლებად მომგებიანია.

ფინანსისტი ანდრია გვიდიანი: „საბანკო სისტემის სპეციფიკა და მისი დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ დამაფიქრებელია. საქართველოში კომერციული ბანკები მოტივირებული არიან, ფული ჩადონ იმ ბიზნესში, რომელიც რისკებს არ შეიცავს, ამიტომ არ აფინანსებენ რეალურ სექტორსა და სტარტაპებს. ურისკო სესხების გაყიდვა მათთვის უფრო მომგებიანია. რეალური სექტორი ყოველთვის საბანკო მხარდაჭერის მიღმა რჩება. არსებობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის კონკრეტული რეკომენდაცია, სადაც მითითებულია, რომ ბანკების მიერ იმპორტზე დამოკიდებული სესხების გაცემა უნდა შეიზღუდოს და რეალური სექტორის დაკრედიტებას შეეწყოს ხელი. სინამდვილეში ასე არ ხდება. შესაბამისად, გვაქვს ის არასწორი მოცემულობა, როდესაც ბანკებს ეკონომიკის განვითარება არ აინტერესებთ და პრიორიტეტებსაც არასწორად განსაზღვრავენ…“

თბილისი - Sputnik საქართველო
ბანკებისა და მევახშეების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონება და მსესხებელთა რისკები

მიუხედავად ამისა, სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ბანკების საქმიანობაში ხელოვნური ჩარევა არ უნდა მოხდეს. ეს, საბოლოო ჯამში, მთლიანად სექტორს დააზარალებს და ვითარებაც არ გამოსწორდება.

ფინანსისტი ირაკლი ბერძენაძე: „საბანკო სექტორში უნდა შეიქმნას კონკურენტული გარემო. არ შეიძლება საპროცენტო განაკვეთების ხელოვნური მეთოდებით დაწევა. ასეთი მიდგომა არ გაამართლებს და ნებისმიერი მსგავსი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდება. მთავარია, მეტი ბანკი იყოს ბაზარზე და ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა გამარტივდეს. ჩემი აზრით, ეს ბევრად მნიშვნელოვანია, რაზეც ეროვნულმა ბანკმა უნდა იზრუნოს…“

საკამათო არ არის, რომ საფინანსო ბაზარზე კომერციული ბანკების სიმრავლე და მათ შორის კონკურენცია თავისთავად გამოიწვევს საკრედიტო რესურსებზე საპროცენტო განაკვეთების კლებას. თუმცა, ბოლო პერიოდის დინამიკა ჩვენში საბანკო სექტორის ორპოლუსიანობაზე მიანიშნებს, რაც ხელს არ უწყობს გაძვირებული სესხების გაიაფებას. ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული სახელმწიფო საბანკო სექტორს სხვაგვარად უნდა არეგულირებდეს!

ყველა ახალი ამბავი
0