იარაღით თამაშმა ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის ლენტა შემთხვევის ადგილზე
პოლიციის ლენტა შემთხვევის ადგილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემთხვევა თბილისის ერთ-ერთ უბანში ორი დღის წინ მოხდა.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. თბილისში, გლდანის მასივში მოზარდს ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, გასროლა მაშინ მოხდა, როდესაც მოზარდი მამის კუთვნილ იარაღს ათამაშებდა. დაღუპული აღნიშნული ოჯახის მეზობლად ცხოვრობდა და მათთან სტუმრად იმყოფებოდა.

„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება“, – განუცხადეს „Sputnik–საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 116-ე მუხლით („სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით“), რომელიც ითვალისწინებს შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0