როგორ დაეხმარა „კორკოტა" ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს

© FB / 59 Secondsგია კორკოტაშვილი
გია კორკოტაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცხინვალის რეგიონში გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლაში გია კორკოტაშვილის მეგობრები დაეხმარნენ. ამის შესახებ „Sputnik–საქართველოს" თავად საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მისიის" დამფუძნებელმა გია კორკოტაშვილმა განუცხადა.
როგორ დაეხმარა „კორკოტა“ ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვლის

„ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსასვლელად სპეციალური საშვი სჭირდებოდათ, რომელიც მათ დაკავებისას ჩამოართვეს. ჩვენმა მეგობრებმა კი დააჩქარეს მათთვის ამ დოკუმენტების დაბრუნების საკითხი", — განაცხადა გია კორკოტაშვილმა.

ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი არჩილ ტატუნაშვილთან ერთად საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს. ტატუნაშვილი ცხინვალის რეგიონში დაკავების შემდეგ 22 თებერვალს გარდაიცვალა. ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება ამტკიცებს, თითქოს დაკავებული ტატუნაშვილი გაქცევას ცდილობდა, ცხინვალის დე-ფაქტო ძალოვანმა სტრუქტურებმა კი ძალა გამოიყენეს, რის გამოც ის დაეცა, კიბეზე დაგორდა და ცუდად გახდა. დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა. ამ ვერსიის არ სჯერა ქართულ მხარეს.

ყველა ახალი ამბავი
0