ევროპარლამენტმა საქართველოს 45 მლნ ევრო გამოუყო

© photo: Sputnik / Stringerევროპარლამენტი
ევროპარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს მიღწევები აქვს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარება მოიცავს 35 მილიონ ევროს საშუალოვადიანი სესხის და ათ მილიონ ევროს — გრანტის სახით.

ევროპარლამენტის სესიაზე გადაწყვეტილებას მხარი 570-მა დეპუტატმა დაუჭირა, 108 წინააღმდეგი იყო.

კენჭისყრასთან დაკავშირებით განცხადება ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარემ საჯად კარიმმა გაავრცელა.

„საქართველოს ფისკალური დეფიციტი კვლავ საგანგაშოა, მისი სახელმწიფო ვალი მშპ-თან მიმართებაში იზრდება ლარის მკვეთრი გაუფასურების გამო. საანგარიშო პერიოდში დეპოზიტის ბალანსი კვლავ მყიფე რჩება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტისა და საგარეო ვალის მაღალი დონის გამო. თუმცა, საქართველოს ეროვნული  ბანკის ზედამხედველობისა და რეგულაციების მეშვეობით ფინანსური სისტემა ჯანსაღი და კარგად კაპიტალიზებული რჩება“, — ნათქვამია საჯად კარიმის განცხადებაში.

საჯად კარიმი აღნიშნავს, რომ საქართველოს აქვს მიღწევები დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით.

ევროკავშირის და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო
„თქვენ არ ხართ იძულებული გაიქცეთ" – ევროპარლამენტარი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

ევროპარლამენტმა ქვეყანას ფინანსური დახმარება საქართველოს 2017-2020 წლებისთვის მაკროსაფინანსო დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოუყო, რათა მან 2017-2020 წლებისთვის საგარეო ფინანსური საჭიროებების ნაწილი დაფაროს.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებას 2014 წლის 27 ივნისს მოეწერა. ხელშეკრულება ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DC FTA) კომპონენტს.

საქართველოს მთავრობა ასოცირების შეთანხმებასა და ასოცირების დღის წესრიგს ყოველწლიური ეროვნული სამოქმედო გეგმის საფუძველზე ახორციელებს.

ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.

ყველა ახალი ამბავი
0