ოზურგეთში ქალმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიციის თანამშრომლები
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ქალბატონმა თვითმკვლელობა ბანკის ვალის გამო სცადა.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. ოზურგეთში საშუალო ასაკის ქალმა თვითმკვლელობა სცადა. 

არსებული ინფორმაციით, მან ბენზინი ერთ-ერთი ბანკის წინ გადაისხა და თავის დაწვა სცადა, თუმცა მას ამის საშუალება ადგილზე მისულმა სამართადამცველებმა და მოქალაქეებმა არ მისცეს.  

სუიციდის მცდელობის ზუსტი მიზეზი უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ქალბატონს ბანკის ვალი ჰქონდა.

როგორც „Sputnik-საქართველოს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


ყველა ახალი ამბავი
0