გენიალური ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი გარდაიცვალა

გამოწერა
ჰოკინგის შვილებმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ მათი მამა „იყო დიდი მეცნიერი და არაჩვეულებრივი ადამიანი, რომლის შრომები და მემკვიდრეობა წლობით გააგრძელებს არსებობას".

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. ცნობილი ინგლისელი ფიზიკოს-თეორეტიკოსი სტივენ უილიამ ჰოკინგი კემბრიჯში, საკუთარ სახლში ოთხშაბათს, დილით გარდაიცვალა, იუწყება სააგენტო РИА Новости ადგილობრივ მასმედიაზე დაყრდნობით.

ცნობილი ფიზიკოსი 76 წლის იყო.

ჰოკინგი კოსმოლოგიური სინგულარობის წარმოშობის პრობლემებს სწავლობდა — სამყაროს პირვანდელ მდგომარეობას, საიდანაც ის, დიდი აფეთქების თეორიის თანახმად, უწყვეტად ფართოვდება.

სტივენ ჰოკინგს 22 წლის ასაკში ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზის დიაგნოზი დაუდგინეს. ექიმები თვლიდნენ, რომ მას სიცოცხლის 2-3 წელი დარჩა. თუმცა მათი პროგნოზი არ გამართლდა, ჰოკინგი სამეცნიერო მოღვაწეობას აგრძელებდა, ორჯერ დაქორწინდა და სამი შვილის მამა გახდა.

სტივენ ჰოკინგი - Sputnik საქართველო
ჰოკინგის დისერტაციის გამოქვეყნების შემდეგ კემბრიჯის უნივერსიტეტის ვებგვერდი ჩამოიშალა

1998 წელს მან გამოსცა წიგნი „დროის მოკლე ისტორია", რომელიც ათმილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. მასში სამყაროს აღმოჩენაზე, სივრცისა და დროის ბუნებაზე, შავ ხვრელებსა და სუპერსიმების თეორიაზეა საუბარი.

მთლიანად პარალიზებული ჰოკინგი აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა — დაკავებული იყო მეცნიერებით, გამოდიოდა ანგარიშებით, ასწავლიდა და მსოფლიოს სპეციალური კომპიუტერით (ხმის სინთეზატორით) ეკონტაქტებოდა.

2015 წელს გამოვიდა ბრიტანული ფილმი „სტივენ ჰოკინგის სამყარო" (The Theory of Everything), რომელიც მეცნიერის ცხოვრებას ეხება.

ყველა ახალი ამბავი
0