Korean Air-ი საქართველოში იფრენს

© FB / Korean AirKorean Air-ის თვითმფრინავი
Korean Air-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სეულსა და თბილისს შორის რეისები თავიდან ჩარტერული იქნება, მაგრამ ქართული მხარე რეგულერული ფრენების დანიშვნასაც ელოდება.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოს ავიაბაზარს ახალი ავიაკომპანია შეემატა — Korean Air სეულიდან თბილისში ავიარეისებს განახორციელებს, განუცხადა ტელეარხ „TV პირველს“ კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ.

„მართალია, Korean Air-ი ორი ტურისტული ჩარტერით იწყებს, მაგრამ მოლაპარაკებები მაძლევს საშუალებას ვივარაუდო, რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდება და, სავარაუდოდ, ისინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სეულში რეგულარული რეისების შესრულებას დაიწყებენ. იმედი მაქვს, რომ მოვილაპარებთ და ისინი გამონახავენ რესურსს, რომ რეგულარულად იფრინონ“, — განაცხადა ზაქარაძემ.

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
საქართველოში 53 უცხოური ავიაკომპანია საქმიანობს

მისი თქმით, აზიის ბევრი მიმართულება უკვე ათვისებულია, თუმცა კორეა, ისევე, როგორც ჩინეთი, სრულიად ახალი და საინტერესო ბაზარია.

საქართველოს აერპორტები 2017 წელს დაახლოებით 4,1 მილიონ ტურისტს მოემსახურა, რაც 2016 წელთან შედარებით 43,4%-ით მეტია. მხოლოდ თბილისის აეროპორტი გასულ წელს 3,1 მილიონ მგზავრს მოემსახურა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი TAV URBAN Georgia LLC-ს მართვაში 2005 წლიდან 22 წლით გადაეცა. აეროპორტის მშენებლობაში 71,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

ყველა ახალი ამბავი
0