ზემო ლარსი დღეს: ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

გამოწერა
შეზღუდვები საქართველოს სამხედრო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოქმედებს.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. თოვისა და ლიპყინულის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე კი მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

„ყაზბეგი–ზემო ლარსი" ამჟამად საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე ერთადერთი მოქმედი საკონტროლო-გამშვები პუნქტია.

ყველა ახალი ამბავი
0