ხანძარი რუსთავში – ცეცხლი სანთლიდან გავრცელდა

გამოწერა
შემთხვევის შედეგად დამწვარია სამლოცველო კუთხე და საყოფაცხოვრებო ნივთები.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. რუსთავის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ხანძრის ჩაქრობა - Sputnik საქართველო
ხანძარმა სამი მცირეწლოვანი ბავშვი იმსხვერპლა

შემთხვევა რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მოხდა. ხანძარი საცხოვრებელ კორპუსში მდებარე ერთ-ერთ ბინას გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ხატების კუთხეში ანთებული სანთლისგან გავრცელდა. დამწვარია სამლოცველო კუთხე, საყოფაცხოვრებო ნივთები და რამდენიმე კვადრატული მეტრი ფართობი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

ყველა ახალი ამბავი
0