ვერაზე მომხდარი მკვლელობის დეტალები – ბრალდებული დაკავებულია

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიციის თანამშრომელი
საპატრულო პოლიციის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს-ს ინფორმაციით, დამნაშავე სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში 61 წლის გოგი რატიანის (ხატოევის) მკვლელობის ბრალდებით 43 წლის მამაკაცი დააკავეს, იუწყება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი მამუკა ჭელიძე.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები - Sputnik საქართველო
ვერაზე მომხდარი მკვლელობის დეტალები: მედიის ვერსიები

რატიანი ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე საკუთარ ბინაში მოკლული კვირას, დილით ნახეს. მასმედიის ინფორმაციით, რატიანი კრიმინალური ავტორიტეტი იყო.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა რატიანს სანადირო თოფიდან ესროლა, რის შემდეგაც მიიმალა. დაზარალებული მიყენებული ჭრილობისგან გარდაიცვალა.

პოლიციამ ბრალდებულის დაკავება მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე საათის შემდეგ შეძლო. დანაშაულის მოტივად, შსს-ს ინფორმაციით, შურისძიება სახელდება.

სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0