გერგეტის სამებისკენ ახალ გზას დააგებენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliგერგეტი
გერგეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის განხორციელების შემდეგ ეკლესიისკენ მიმავალი დაზიანებული გრუნტის გზის ნაცვლად ტურისტები, ადგილობრივი მოსახლეობა და მომლოცველები განახლებული გზით ისარგებლებენ.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ხორციელდება სტეფანწმინდიდან სამების ეკლესიასთან მისასვლელი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპერტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გერგეტის სამების ეკლესიისკენ მიმავალი საავტომობილო გზის 5,6 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა გასულ წლის მაისში დაიწყო და 2018 წლის ნოემბერში დასრულდება. ამ ეტაპზე მიწის ვაკისის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

„პროექტის ფარგლებში განხორციელდება: ცემენტ-ბეტონის საფარის, წყალგამტარი მილების, საყრდენი კედლების, ავტომობილების გასაჩერებელი მოედნებისა და გზის კეთილმოწყობის სამუშაოები. ასევე მოხდება საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნა“, — ნათქვამია განცხადებაში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა, ტურისტები და მომლოცველები შეძლებენ იმოძრაონ განახლებული და კომფორტული გზით, ნაცვლად დაზიანებული გრუნტის გზისა.

© Photo: courtesy of Miho Neiman გერგეტის სამება
Троицкая церковь в селе Гергети у подножья горы Казбек у Военно-Грузинской дороги - Sputnik საქართველო
გერგეტის სამება

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 7 793 854 ლარია. პროექტის ფარგლებში 50-მდე ადამიანი დასაქმდა.

გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია და განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ტურისტებს შორის. აღნიშნული გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ყაზბეგის რაიონში ტურისტული პოტენციალის გაზრდას, ნათქვამია განცხადებაში.

გალავნით შემოზღუდული ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან 2200 მ სიმაღლეზე მდებარეობს. გერგეტის სამება ხევის უმთავრესი სალოცავი და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ერთადერთი გუმბათოვანი ტაძარია.

ყველა ახალი ამბავი
0