გუდაურის საბაგიროზე ავარია მოხდა

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილმა გუდაურის ახალი საბაგირო დატესტა
გიორგი კვირიკაშვილმა გუდაურის ახალი საბაგირო დატესტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთის კურორტების განვითარების კომპანიის ადმინისტრაცია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. გუდაურის საბაგირომ მუშაობა დროებით შეაჩერა, იუწყება მთის კურორტების განვითარების კომპანიის ადმინისტრაციის Facebook-გვერდი.

გუდაური - Sputnik საქართველო
მთის კურორტებზე „მინი-საბაგიროები" დამონტაჟდება

„მოგახსენებთ, რომ დღეს დილის 9 საათზე კურორტ გუდაურში, მწყობრიდან გამოვიდა საბაგიროებისთვის განკუთვნილი ელექტროსისტემა. აღნიშნული ავარიის გამო, კურორტზე საბაგიროს მუშაობა დროებით შეჩერდა. მიმდინარეობს ავარიის გამომწვევი მიზეზების დადგენა და აღმოფხვრა“, — ნათქვამია განცხადებაში.

ამჟამად  ჩართულია „სოლიკო“, „ზუმა“ და „პირველი“ საბაგიროები. აღნიშნული საბაგიროებით მგზავრობა უფასოა, აღნიშნავენ კომპანიაში.

კურორტების განვითარების კომპანია ბოდიშს იხდის შექმნილი მდგომარეობის გამო და იმედს გამოთქვამს, რომ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ორშაბათს ყველა საბაგიროს მუშაობა სრულად აღდგება.

© photo: courtesy of press-service of President of Georgiaახალი საბაგირო გუდაურში
Новая канатная дорога в Гудаури - Sputnik საქართველო
ახალი საბაგირო გუდაურში

შეძენილი ბილეთების თანხას დამსვენებლებს კომპანია სრულად აუნაზღაურებს, აღნიშნულია განცხადებაში.


ყველა ახალი ამბავი
0