ფილმ „მონანიების“ ვარსკვლავი ავთანდილ მახარაძე ბრუნდება

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიქართველი მსახიობი ავთანდილ მახარაძე
ქართველი მსახიობი ავთანდილ მახარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები ლეგენდარული ქართველი მსახიობის მასტერ-კლასს დაესწრებიან

თბილისი, 11 мар — Sputnik. 25-წლიანი პაუზის შემდეგ ლეგენდარული ფილმ „მონანიების“ ვარსკვლავი, თეატრისა და კინოს ცნობილი ქართველი მსახიობი ავთანდილ მახარაძე სცენაზე ბრუნდება — მაგრამ არა სათამაშოდ, არამედ სტუდენტებისათვის მასტერკლასის ჩასატარებლად.

ღონისძიება გაიმართება ქართველი თეატრმცოდნე, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორისა და ტელეწამყვანის, ნიკოლოზ წულუკიძის ინიციატივითა და ორგანიზებით, ციკლის „შეხვედრები თეატრალურში“ ფარგლებში.

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიმსახიობი ავთანდილ მახარაძე თენგიზ აბულაძის ფილმში „მონანიება“ ვარლამის როლში
Актер Автандил Махарадзе в роли Варлама в фильме Тенгиза Абуладзе Покаяние - Sputnik საქართველო
მსახიობი ავთანდილ მახარაძე თენგიზ აბულაძის ფილმში „მონანიება“ ვარლამის როლში

„უნიკალური შესაძლებლობა სტუდენტებისთვის, მსახიობი, რომელიც ასე მიუწვდომელია ყველასთვის, პირველად, 25 წლიანი პაუზის შემდეგ, ავთო მახარაძე სცენაზე ავა და მსატერკლასს ჩაატარებს სტრუდენტებისთვის (მხოლოდ სტუდენტებისთვის). მადლობა მას ნდობისთვის. იმედია ამ შანსს არცერთი ჩემი სტუდენთი არ გაუშვებთ ხელიდან“, — წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე წულუკიძე.

მსახიობი გამართავს შეხვერდა/მასტერკლასს 2018 წლის 15 მარტს, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო სცენაზე.

სტუდენტებისთვის ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

მსახიობი ავთანდილ მახარაძე დაიბადა ბათუმში 1943 წელს. 1965 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1966 წლიდან მუშაობდა რუსთაველის თეატრში.

© photo: Sputnik / Rukhyan / გადასვლა მედიაბანკშითეატრისა და კინოს ქართველი მსახიობი ავთანდილ მახარაძე
Грузинский актер театра и кино Автандил Иванович Махарадзе - Sputnik საქართველო
თეატრისა და კინოს ქართველი მსახიობი ავთანდილ მახარაძე

მახარაძის თეატრალური როლებიდან აღსანიშნავია აბიბო (ნოდარ დუმბაძის „მზიანი ღამე“), ბუხუტი (ოტია იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება“), ბორის გოდუნოვი (ალექსეი ტოლსტოის „ივანე მრისხანის სიკვდილი“), ტიბალტი (უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“), გლოსტერი (უილიამ შექსპირის „მეფე ლირი“) და სხვა. 

კინოში ავთანდილ მახარაძე მაყურებელს ახსოვს თენგიზ აბულაძის ფილმში „მონანიება“ აბელ და ვარლამ არავიძეების ბრწყინვალედ განსახიერებული როლებით. ამ ნამუშევრისთვის მას მიენიჭა ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური ჯილდო „ვერცხლის ჰიუგო“ და ჯილდო საუკეთესო მსახიობი კაცისთვის (1987) და პრემია „ნიკა“ საუკეთესო მსახიობი კაცისთვის (1987, რუსეთი).

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიმსახიობი ავთანდილ მახარაძე თენგიზ აბულაძის ფილმში „მონანიება“ ვარლამის როლში
Грузинский актер Автандил Махарадзе (слева) в сцене из фильма режиссера Тенгиза Абуладзе Покаяние - Sputnik საქართველო
მსახიობი ავთანდილ მახარაძე თენგიზ აბულაძის ფილმში „მონანიება“ ვარლამის როლში

მახარაძე ასევე გადაღებულია ისეთ კინოფილმებში, როგორიცაა რეზო ჩხეიძის „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“, რამაზ ხოტივარის „ლაზარეს თავგადასავალი“, ვაგიფ მუსტაფაევის „გარეშე“ და „ნაციონალური ბომბი“ (Milli bomba), გიორგი ფარაჯანოვის „ყველა წავიდა“ და სხვ.

მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „გარეშე“ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიენიჭა „ოქროს არწივი“ (1993). 

აღსანიშნავია, რომ 2005 წელს ავთანდილ მახარაძემ შეასრულა იოსებ სტალინის როლი BBC-ის სატელევიზიო ფილმში „არხანგელი“ (Archangel), სადაც მასთან ერთად ითამაშა მსახიობმა დენიელ კრეიგმა.


ყველა ახალი ამბავი
0