ბათუმში ერთ კვირაში მომხდარი ქურდობის 7 ფაქტი გახსნეს

© Pixabay / 4711018დაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულები მოქალაქეების ავტომობილებიდან სხვადასხვა ტექნიკას იპარავდნენ

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბათუმში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მომხდარი ქურდობის შვიდი ფაქტი გახსნეს, ხოლო ერთი ფაქტი აღკვეთეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქურდობის ფაქტზე სამართალდამცველებმა ორი მამაკაცი დააკავეს.

როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულებმა ბათუმში მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანებიდან ორი მაგნიტოფონი, ორი ტელევიზორი, ვიდეორეგისტრატორი, სხვადასხვა პირადი ნივთები და პლასტიკური ბარათები მოიპარეს. ასევე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლზე მოხსნეს და მოიპარეს ორი ვიდეოსათვალთვალო კამერა. 

ერთ-ერთმა დაკავებულმა ბათუმში, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის აივნიდან ველოსიპედი, ამის შემდეგ კი მოქალაქის კუთვნილი ლეპტოპი მოიპარა.

მეორე ბრალდებული კი სამართალდამცველებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ის მოქალაქის საცხოვრებელი სახლის  სათავსოდან ველოსიპედის მოპარვას ცდილობდა.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.


ყველა ახალი ამბავი
0