„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

© photo: Sputnik / Stringerთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 9 მარტს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახიანის, ინწკირველის, წაღვერის, ქებურიას, ურიდიას, კისისხევის, ძმობის, წრომის, ბიჩინაშვილის, კელაპტრიშვილის, მესხის, ჩხიკვაძის, სტურუას, მიქატაძის, ინანიშვილის, ასათიანის და მახალდიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ქსნის, არბოს, ქვიშხეთის და ვარდისუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩაჩავას, ლუბლიანას და ჭიაურელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ნოზაძის, ხიზანიშვილის, გობრონიძის, ბოჭორიშვილის და მოსულიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0