ძლიერი ქარის გამო სამაშველო სამსახურში 250-ზე მეტი ზარი განხორციელდა

© FB / Emergency Management Serviceქარი ხდის სახურავს მშენებარე ობიექტზე თბილისში
ქარი ხდის სახურავს მშენებარე ობიექტზე თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სინოპტიკოსების პროგნოზებით, პარასკევსა და შაბათს თბილისში ქარის სიჩქარე წამში 25-30 მეტრს მიაღწევს

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საქართველოში დღის მეორე ნახევარში ამოვარდნილი ძლიერი ქარის გამო, სახანძრო-სამაშველო სამსახურის გამოძახების მოთხოვნით 250-ზე მეტი ზარი განხორციელდა, მათ შორის, 166 თბილისში, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

112-ის ცენტრი - Sputnik საქართველო
„112“-ის სამსახური მზადყოფნაშია: მოსახლეობას ქარის გამო სიფრთილისკენ მოუწოდებენ

სამსახურის ცნობით, თბილისში, სახანძრო-სამაშველოს გამოძახების ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა დიდ დიღომში, დიღმის მასივში, საბურთალოზე, ისნისა და სამგორის რაიონებში.

ძირითადად, ზარები უკავშირდება შენობა-ნაგებობების დაზიანებას, ხეების წაქცევას, ბილბორდებისა და ელექტრობოძების დაზიანებას.

კერძოდ, დიდ დიღომში, ნესტან-დარეჯნის ქუჩაზე, სახურავიდან თუნუქის ფურცელი ჩამოვარდა და მანქანას დაეცა.

აღმაშენებლის ხეივანზე შენობის მე-13 და მე-14 სართულიდან მინები ჩამოვარდა. სახანძრო-სამაშველო სამსახურმა ვიტრაჟების დემონტაჟი განახორციელა და სხვა მინების ჩამოვარდნა თავიდან აიცილა, იტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.


ყველა ახალი ამბავი
0