კვლევა: საქართველოს მასშტაბით ძალადობის მსხვერპლ ქალთა რაოდენობით თბილისი ლიდერობს

გამოწერა
კვლევის მიხედვით, ქალთა მიმართ ძალადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გურიასა და აჭარაში გამოვლინდა.

თბილისი, 8 მარტი — Sputnik. 2017 წლის განმავლობაში ქალთა მიმართ ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისსა და სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

„ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა 2017“ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მიერ ჩატარდა, ევროკავშირის მხარდაჭერით.

კვლევის მიხედვით, 2017 წლის განმავლობაში თბილისში ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის 4%, ფიზიკური — 8%; ემოციური — 20%; ნებისმიერ სახის — 20% დაფიქსირდა.

ძალადობა - Sputnik საქართველო
საქართველოში ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ სანქციები მკაცრდება

სამცხე-ჯავახეთში კი ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის — 1%; ფიზიკური — 7%; ემოციური — 21% ნებისმიერ სახის — 21% ფიქსირდება. 

კვლევამ აჩვენა, რომ ქალზე ძალადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გურიასა და აჭარაშია.

კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ის მოიცავდა რაოდენობრივ და ხარისხობრივ კომპონენტებს. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 15-64 წლის 6006 ქალი და 15-64 წლის 1601 მამაკაცი, ხოლო ხარისხობრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა 15 ექსპერტული ინტერვიუ, 12 ჩაღრმავებული ინტერვიუ და 20 ფოკუს–ჯგუფების დისკუსია. 

ყველა ახალი ამბავი
0