საქართველოში 8 მარტს დაბადების დღეს ექვსი ათასზე მეტი მამაკაცი აღნიშნავს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliყვავილების გამყიდველი შვილთან ერთად
ყვავილების გამყიდველი შვილთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოში 8 მარტს დაბადებულთა სტატისტიკა გამოაქვეყნა.

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. საქართველოში დაბადების დღეს 8 მარტს 16,6 ათასი ადამიანი აღნიშნავს, მათგან უმრავლესობა ქალია. ასეთია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს Facebook–გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემები.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყოველდღიური კალენდარი - 8 მარტს დაბადებულები

კერძოდ, საქართველოში ცხოვრობს ქალთა საერთაშორისო დღეს დაბადებული 10,1 ათასი ქალი და 6,4 ათასი მამაკაცი.

კვლევის თანახმად, ყველაზე მეტი ბავშვი 8 მარტს დაიბადა 1990 წელს – მაშინ საქართველოში 273 ახალდაბადებული დაარეგისტრირეს.

რაც შეეხება რეგიონებს, 8 მარტს დაბადებულთა უმეტესობა ცხოვრობს იმერეთში (2 085), ქვემო ქართლში (2 000), აჭარაში (1 457), კახეთში (1 437), სამეგრელო–ზემო სვანეთში (1 178), შიდა ქართლში (1 000), სამცხე–ჯავახეთსა (622) და მცხეთა–მთიანეთში (599). 

8 მარტი საქართველოში უქმე დღედ არის გამოცხადებული.


ყველა ახალი ამბავი
0