საქართველო–თურქეთის საზღვარზე საბაჟო შეფერხებებით მუშაობს

© Sputnik / Anna Yarovikovaსაკონტროლო–გამშვები პუნქტი "სარფი"
საკონტროლო–გამშვები პუნქტი სარფი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკონტროლო–გამშვებ პუნქტ „სარფზე“ აღრიცხვის ელექტრონული სისტემა შეფერხებებით მუშაობს, რის გამოც სატვირთო ავტომობილები საზღვარს ვერ კვეთენ.

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. უკვე რამდენიმე საათია, სატვირთო ავტომობილები საქართველო–თურქეთის საზღვარზე „სარფის“ საკონტროლო–გამშვებ პუნქტზე გასვლას ვერ ახერხებენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პრეს–სამსახურის უფროსის ხატია მოისწრაფიშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ჩურჩხელა და ხილი - Sputnik საქართველო
თურქეთში ქართული პროდუქციის შეტანა გამარტივდა

ტელეკომპანიის ცნობით, პრობლემა თურქეთის მხარეზე საკონტროლო–გამშვები პუნქტის კონტროლის ელექტრონული სისტემის შეფერხებას უკავშირდება. ამ ეტაპზე საზღვრის გადაკვეთა ფეხით ან მსუბუქი ავტომობილით არის შესაძლებელი.

„რამდენიმესაათიანი პარალიზების შემდეგ მათ მოახერხეს მოძრაობის აღდგენა. აღადგინეს საკონტროლო ელექტრონული სისტემა, მაგრამ ის ახლაც შეფერხებებით მუშაობს… ისინი იმედოვნებენ, რომ უახლოესი საათების განმავლობაში სრულად გამართავენ ელექტრონულ სისტემას და მოძრაობა სრული დატვირთვის აღდგება“, – განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

მსგავსი რამ საქართველო–თურქეთის საზღვარზე ერთი წლის წინაც მოხდა – 2017 წლის სექტემბერში. საბაჟო პროცედურები საკონტროლო პუნქტზე სარეკონსტრუქციო–სამშენებლო სამუშაოების გამო შეფერხებებით მიმდინარეობდა, რამაც თურქულ მხარეზე ავტომობილების დიდი რიგი გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0