ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღინიშნება. ისტორიული დღესასწაული ქალთა უფლებების დაცვის სოლიდარობის მიზნით დაწესდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალა, თუ როგორ აღინიშნა 8 მარტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

სუფრაჟისტულად ჩაცმული პატარა გოგონა ლონდონში გამართულ ღონისძიებაზე March4Women. სუფრაჟისტები XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ გამოდიოდნენ

ქალთა მოძრაობის აქტივისტები სათამაშო იარაღებით ხელში ქალთა დღეს მონაწილეობენ ოპოზიციონერ ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აქციაში, სადაც ლოზუნგებითა და გზავნილებით ფილიპინების პრეზიდენტ როდრიგო დუტერტეს მიმართავენ

მეხიკოს მკვიდრი ქალთა დღეს მონაწილეობს დიუდად-ხუარესში დაღუპული ქალების მემორიალთან გამართულ აქციაში და ქალების მიმართ ძალადობას აპროტესტებს

სტამბულში აქტივისტები ემზადებიან აქციაში მონაწილეობის მისაღებად, რათა ქალთა დღეს საერთაშორისო საზოგადოებას სირიელი ქალების რთული მდგომარეობის შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია

ასე ჩატარდა ქალთა უფლებების დასაცავი აქცია 8 მარტს ესპანეთის ქალაქ პორტუგალეტში

ქალები ფოტოებს უღებენ მამაკაცებს, რომლებიც ქალთა დღეს სავაჭრო ცენტრში კაბინებში დგანან - აქ ქალებს საშუალება აქვთ დაიქირაონ "მეგობარი" 30 წუთით მხოლოდ ერთი იუანის საფასურად (0,42 თეთრი)

ქალთა მარშიც #MeToo მონაწილეები ქალთა უფლებების დასაცავად მსვლელობას მართავენ სეულის ქუჩებში

ასე ატარებს ქალთა საერთაშორისო დღეს 50 წლის გერა მაია ტამანგი 15 თვის შვილიშვილ ეშიკა ლამასთან ერთად კატმანდუში. ნეპალის მთავრობამ 8 მარტი სახელმწიფო დღესასწაულად გამოაცხადა

ტიხარის ციხის პატიმარი მოსართავებს ამზადებს ქალთა დღისათვის. ნიუ-დელი, ინდოეთი

პალესტინის მკვიდრი ცრემლსადენ გაზს გაურბის, რომელიც ისრაელის სამხედროებმა პალესტინელებთან შეტაკებისას გამოიყენეს, რომლებიც 8 მარტის დადგომამდე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ

მატარებლის მემანქანე, 47 წლის მუმთაზ კაზი, სამუშაო ადგილზე სპეციალურად ქალთა მატარებელში 8 მარტს. მუმბაი, ინდოეთი

პოლიციის თანამშრომელი ქალთა დღეს მექსიკის ქალაქ სიუდად-ხუარესში კითხულობს ლექციას ქალების თავდაცვისათვის სპეციალურ გაკვეთილზე

"ზარი დავუკრათ გენდერული თანასწორობისათვის" ცერემონიის მონაწილეები ქალთა დღეს კარაჩიში, პაკისტანი. აქციის ორგანიზატორები არიან მოძრაობა "ქალთა საბჭო" და გაერო, რომელთაც ასევე მხარს უჭერს მსოფლიო ბანკი პაკისტანის ბირჟაზე Pakistan Stocks Exchange

ქალი ბილბაოს ქუჩაში გრაფიტის "დარტყმა. 24 საათი" და გენდერული თანასწორობის სიმბოლოს ფონზე. მოძრაობის მონაწილეები სოციალური ქსელების საშუალებით ქალთა დღეს ქალებს მოუწოდებენ მასობრივ პიკეტში მონაწილეობისკენ