მიღებულია ახალი კანონი სარეზერვო სამსახურის შესახებ

© press-service of the Ministry of Defence of Georgiaსამხედრო მოსამსახურეები წვრთნების დროს
სამხედრო მოსამსახურეები წვრთნების დროს - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში მალე გაჩნდება თავდაცვის სამინისტროს აქტიური და სამობილიზაციო რეზერვი.

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“, რომლის თანახმად, ქვეყანაში სამხედრო სარეზერვო სამსახურის ახალი სახეობა გაჩნდება. ახლა კანონპროექტს ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.

კანონპროექტი 1 ივნისიდან ორი სახეობის სარეზერვო სამსახურის შექმნას ითვალისწინებს – აქტიური რეზერვი და სამობილიზაციო რეზერვი. აქტიური რეზერვი, თავის მხრივ, შედგება შეიარაღებული ძალების რეზერვის, ტერიტორიული რეზერვისა და სპეციალისტების რეზერვისგან.

რეზერვის თითოეულ სახეობას ასაკობრივი შეზღუდვა აქვს: აქტიური სარეზერვო სამსახური შესაძლებელია 50 წლამდე, ტერიტორიული რეზერვი — 55 წლამდე, სპეციალისტების — 65 წლამდე, ხოლო სამობილიზაციო — 60 წლამდე.

ქართველი სამხედროები ავღანეთში გამგზავრებისთვის ემზადებიან - Sputnik საქართველო
ცნობილი გახდა, როდის გაიხსნება საქართველოში ჰოჰენფელსის მსგავსი სამხედრო ბაზა

აქტიური სარეზერვო სამსახური ნებაყოფლობითი იქნება. თავდაცვის სამინისტრო მსურველებთან კონტრაქტს გააფორმებს. კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ადამიანი სამხედრო სამსახურში გაწვეულად ჩაითვლება. სამხედრო მოსამსახურე ვალდებული იქნება გაიაროს სპეციალური მომზადება, გაწვევის შემთხვევაში გამოცხადდეს მითითებულ დროსა და ადგილზე.

აქტიურ რეზერვში ჩარიცხვის მსურველ პირთა შერჩევის წესი და საკვალიფიკაციო მოთხოვნები საქართველოს თავდაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით განისაზღვრება.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ხელფასის გადახდას აქტიურ რეზერვში ჩარიცხული პირებისთვის. 

უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ რეზერვისტის წლიური ხელფასი იქნება 2090 ლარი პლუს 1492 ლარი. პირველი თანხა გადანაწილდება ყოველთვიურ ხელფასზე წოდებისთვის, მეორე კი — სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის.

თავდაცვის სამინისტროში უკვე განაცხადეს, რომ 2018 წლის ივნისიდან აქტიურ რეზერვში 260 ადამიანს მიიღებენ. აქტიურ რეზერვში სამსახური სავალდებულო იქნება.

ძირითადი კანონის გარდა, შესწორებები შევიდა კიდევ ათ კანონში.

შეიარაღებული ძალების რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფციაზე მუშაობა რამდენიმე წელიწადი გრძელდებოდა და მან საბოლოო სახე 2018 წლის იანვარში მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0