ბათუმში მეწარმე ქალთა ბიზნეს-ფორუმი გაიხსნა

გამოწერა
ბიზნეს-ფორუმში 300 დელეგატი მონაწილებს, მათ შორის 180 მეწარმე ქალია.

თბილისი, 8 მარტი- Sputnik. საქართველოს მეწარმე ქალებს ეროვნულ ბიზნეს-ფორუმზე საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ და დაამყარონ ახალი საქმიანი ურთიერთობები, ნათქვამია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეწარმე ქალთა ეროვნული ბიზნეს-ფორუმი დღეს ბათუმში, სასტუმრო „ეიფორიაში“ გაიხსნა. ფორუმს 300 მონაწილე ჰყავს, მათ შორის 180 მეწარმე ქალი საქართველოს ყველა რეგიონიდან. მასში ასევე სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ, რომლებიც ქალთა მეწარმეობის განვითარებას უწყობენ ხელს.

„ღონისძიებაზე მეწარმე ქალებს საშუალება ექნებათ დაამყარონ ახალი საქმიანი ურთიერთობები და დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაცია მიიღონ. ფორუმის მონაწილეები განიხილავენ წარმატებულ მაგალითებსა და გამოწვევებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ტიტები - Sputnik საქართველო
8 მარტის რეალური ისტორია, ანუ ვის ეკუთვნის ექსკლუზივი

ფორუმის ფარგლებში გაიმართება იმ სახელმწიფო სერვისების პრეზენტაციებიც, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ემსახურება. ასევე კერძო, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების საინფორმაციო კუთხეებში წარმოდგენილი იქნება ფინანსური შესაძლებლობები და სერვისები ქალი მეწარმეებისთვის. 

„მსგავსი ბიზნეს-ფორუმების მიზანია საქართველოში სამეწარმეო შესაძლებლობებზე თანასწორი ხელმისაწვდომობის გაზრდა, მცირე და საშუალო ბიზნესის პოპულარიზაცია და მათ შორის ბიზნეს-კავშირების დამყარების ხელშეწყობა, ინფორმაციის გავრცელება საქართველოში არსებული ეკონომიკური განვითარების პროგრამების შესახებ, რომლებიც განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ ქალთა მეწარმეობისა და ბიზნეს-აქტივობის წახალისებაზე როგორც ქალაქში, ისე სოფლად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბიზნეს-ფორუმის ერთობლივი ორგანიზების თაობაზე 2018 წლის 8 თებერვალს 8 სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა. მეწარმე ქალთა ეროვნული ბიზნეს-ფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0