თბილისი, 8 მარტი — Sputnik. ქუთაისში, შარტავას ქუჩაზე მცხოვრებ ახალგაზრდა ოჯახში სისხლიანი გარჩევა მოხდა, რა დროსაც 17 წლის ახალგაზრდამ არასრულწლოვანი მეუღლე დაჭრა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი-2“.
მეზობლების თქმით, ახალგაზრდებმა, რომლებიც თურქეთის მოქალაქეები არიან, ბინა რამდენიმე თვის წინ იქირავეს და ხშირად ჩხუბობდნენ.
მეუღლის დაჭრაში ბრალდებული, თურქეთის 17 წლის მოქალაქე სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. გამოძიება მას დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ დანაშაულს ედავება. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს, თუმცა წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება. დაცვის მხარე საქმის კვალიფიკაციის შეცვლას მოითხოვს.