ხანძარი მონადირეთა მაღაზიაში

© FB / City hall of Ozurgeti municipalityხანძარი ოზურგეთის ბაზარში
ხანძარი ოზურგეთის ბაზარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითმხილველთა თქმით, ოზურგეთის აგრარულ ბაზარში მდებარე მონადირეთა მაღაზიაში გაჩენილ ხანძარს წინ აფეთქების ხმა უძღოდა.

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. ოზურგეთის აგრარულ ბაზარში მდებარე მონადირეთათვის განკუთვნილ სპეციალიზებულ მაღაზიაში ცეცხლი გაჩნდა და მაღაზია სრულად დაიწვა, იტყობინება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.

თვითმხილველთა თქმით, ხანძარს მაღაზიაში აფეთქების ხმა უძღოდა წინ.

ამ დროისათვის შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან მეხანძრეები და მედიკოსები, რომლებმაც დაშავებულ მაღაზიის მეპატრონეს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი დგინდება.

ყველა ახალი ამბავი
0