ვის ინტერესებში შეიძლება ყოფილიყო გიორგი სანაიას მკვლელობა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია დანაშაულის ადგილზე
საპატრულო პოლიცია დანაშაულის ადგილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის მსჯავრდებულ კოტე ციხისთავის ვერსია ეჭვქვეშ დააყენა

თბილისი,7 მარტი — Sputnik. ცნობილი ქართველი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ამტკიცებს, რომ ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, გიორგი სანაიას მკვლელობა 2001 წელს იმ დროს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში შეიძლება ყოფილიყო.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2001 წელს ჩადენილი ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის ხელახალი გამოძიება შესაძლო ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე დაიწყო. სანაია მოკლული 2001 წლის 26 ივნისს მის ბინაში ნახეს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
გიორგი სანაიას მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო

სანაიას მკვლელობის თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 18 თებერვალს ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში მსჯავრდებულმა კოტე ციხისთავმა განაცხადა, რომ ეს დანაშაული პოლიტიკურად მოტივირებული იყო და ძველი ხელისუფლების მიერ იყო დაგეგმილი. მან ასევე განაცხადა, რომ სანაია მოკლა არა გრიგოლ ხურცილავამ, რომელმაც 10-წლიანი პატიმრობა მოიხადა, არამედ შოთა ჭიჭიაშვილმა, რომელიც 2000-ინ წლებში მრავალ დანაშაულში ამხილეს.

„მაშინდელი ხელისუფლება [შევარდნაძისდროინდელი] იმდენად იყო ჩაფლული უბედურებაში, რომ ზედმეტი მკვლელობის დამატება, ჩემი თვალსაზრისით, არარეალურად გამოიყურება. მაშინდელი ხელისუფლება ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ კიდევ ერთი პრობლემის შექმნა არადამაჯერებლად ჟღერს. ლოგიკურად, ეს იმ პოლიტიკურ ძალას დასჭირდებოდა, რომელსაც, პირიქით, სიტუაციის გამწვავება და წყლის ამღვრევა აწყობდა, თქვენ ხომ გახსოვთ, როგორი აგრესიული იყო მაშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, — განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ხაჭაპურიძემ.

ხაჭაპურიძე მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ციხისთავის სიტყვები რეალობას შეიძლება არ შეესაბამებოდეს.

წერეთლის გამზირი თბილისში - Sputnik საქართველო
ახალი დეტალები ბუტა რობაქიძის საქმეში - ყოფილი მაღალჩინოსნის აღიარება

„მსჯავრდებულები, რომლებსაც დიდი ვადები აქვთ მისჯილი, სხვადასხვა ლეგენდებს იგონებენ. როგორც წესი, მსჯავრდებული ცდილობს მოიგონოს ან შექმნას რაიმე ინფორმაცია ან წარმოადგინოს შეცვლილი ფორმით და საბოლოო ჯამში ინფორმაციის სახე მისცეს. როგორც წესი, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს იმას ემსახურება, რომ მსჯავრდებულმა ვადა შეიმციროს, ხელისუფლებას მოელაპარაკოს და ის სასჯელი აირიდოს, რომელსაც იხდის. ვამბობ, რომ ეს ასეა პრაქტიკაზე, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ვერაფერს ვიტყვი“, — აღნიშნა ხაჭაპურიძემ.

ცნობილი ადვოკატი, რომელიც სანაიას მკვლელობის მომენტში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო, სვამს კითხვას, თუ ციხისთავის ვერსია სწორია, რატომ დუმს ხურცილავა, რომელმაც ჟურნალისტის მკვლელობისთვის 10-წლიანი პატიმრობა მოიხადა.

„ადამიანმა მოიხადა სასჯელი, იჯდა ციხეში, და ახლაც არ გაუკეთებია განცხადება იმის შესახებ, რომ რაღაცა ისე არ იყო. როგორ შეიძლება ადამიანი იჯდეს ციხეში ამდენი წელი, თუ დანაშაული არ ჩაუდენია? ეს რთული წარმოსადგენია. თეორიების მომხრე არ ვარ, მაგრამ მე იურისტი ვარ და ჩემს პოზიციას ყოველთვის ვამყარებ მტკიცებულებებით. ამიტომ, გამოძიებამ განიხილოს. ნებისმიერ ვერსიას არსებობის უფლება აქვს“, — დასასრულს აღნიშნა ხაჭაპურიძემ.

სანაია მოკლული 2001 წლის 26 ივნისს მის ბინაში ნახეს. ამას მთელი საქართველოს მასშტაბით მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მოყვა. ოთხ თვეში პოლიციამ ამ დანაშაულის ჩამდენი ბრალდებული პირი — შსს-ს დაცვის ყოფილი თანამშრომელი 32 წლის გრიგოლ ხურცილავა დააკავა.

საქმის გამოძიება ორი წელი მიმდინარეობდა. 2003 წლის ივლისში სასამართლომ ხურცილავა დამნაშავედ ცნო და მას 13 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ხურცილავამ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებმა გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს.


ყველა ახალი ამბავი
0