რომელ ქვეყნებში უყვართ ქართული ღვინო

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული ღვინო გამოფენაზე WinExpo 2017
ქართული ღვინო გამოფენაზე WinExpo 2017 - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველომ 2018 წლის პირველ ორ თვეში მსოფლიოს 24 ქვეყანაში ექსპორტზე 24,3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 10,8 მილიონი ბოთლი ღვინო გაიტანა.

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში 2018 წლის იანვარ–თებერვალში 30%-ით გაიზარდა და 7,4 მლნ ბოთლზე მეტი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

სულ საქართველომ 2018 წლის დასაწყისიდან ექსპორტზე 10,8 მილიონი ბოთლი (0,75 ლ) ღვინო გაიტანა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23%-ით მეტია. ამ პერიოდში ქვეყანამ მსოფლიოს 24 ქვეყანაში გაიტანა 24,3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით მეტია.

იაპონელი სომელიე ქართულ ღვინოს აგემოვნებს - Sputnik საქართველო
ქართული ღვინო იაპონიაში დაჯილდოვდა

ქართული ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა უკრაინა, სადაც ექსპორტირებული იყო დაახლოებით 973 ათასი ბოთლი ღვინო. ექსპორტის ზრდამ უკრაინაში 13% შეადგინა. მესამე ადგილზეა ჩინეთი — დაახლოებით 559,2 ათასი ბოთლი, ექსპორტი 67%-ით შემცირდა.

ქართული ღვინის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნების ხუთეულში არიან ასევე ყაზახეთი — 501,3 ათასი ბოთლი და პოლონეთი — 441,2 ათასი ბოთლი. ექსპორტი გაიზარდა, შესაბამისად, 29% და 41%-ით.

ქართული ღვინის პოპულარობა მსოფლიოში იზრდება — საანგარიშო პერიოდში ღვინის ექსპორტი გაიზარდა იაპონიაში 213%-ით, დიდ ბრიტანეთში — 137%-ით, ესტონეთში — 75%-ით, ისრაელში — 58%-ით.

უწყების მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ასევე ექსპორტირებულია 2,2 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი და 29,8 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა.

„ღვინის ექსპორტის ზრდის კუთხით 2018 წელი პოზიტიურად დაიწყო. ექსპორტის ზრდა, იანვრის თვის მონაცემების ანალოგიურად, შენარჩუნებულია თებერვლის თვის მდგომარეობით", — აღნიშნულია განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით, საქართველომ 2017 წელს სულ ექსპორტზე გაიტანა 76,7 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 54%-ით მეტია.

ამასთან, მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულებამ 170 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელაზე 49%-ით მეტია.

ყველა ახალი ამბავი
0