კახეთში მიწისძვრა მოხდა

© photo: Sputnik / G. Koposov / გადასვლა მედიაბანკშიმიწისძვრის სეისმოგრამა
მიწისძვრის სეისმოგრამა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან 23 კილომეტრში დაფიქსირდა.

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. კახეთში, დედოფლისწყაროდან 23 კილომეტრში 3,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

მიწისძვრა გამთენიისას, 05:41 საათზე დაფიქსირდა. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

საქართველო სეისმურად საშუალოდ აქტიურ ტერიტორიაზე მდებარეობს. ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რომელიც ქვეყანაში მოხდა, რაჭაში 1991 წელს 7-ბალიანი მიწისძვრა იყო, რომელსაც 200 კაცი ემსხვერპლა, ხოლო 46 ათასი ნაგებობა დაინგრა.

ყველა ახალი ამბავი
0