თელავში ქალაქის სიმბოლო – უძველესი ჭადრის ხე გადაარჩინეს

© photo: Sputnik / M. Yurchenko / გადასვლა მედიაბანკშითელავი
თელავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თელავის სავიზიტო ბარათი - ცხრასაუკუნოვანი ჭადარი გახმობის პარას იყო.

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. ბოტანიკოსებმა თელავში 900 წლის ჭადრის ხის გადარჩენა შეძლეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ნიკო დადიანის სასახლე - Sputnik საქართველო
დაიწყო ზუგდიდის ორსაუკუნოვანი ბოტანიკური ბაღის აღდგენა

თელავის მერის შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ღირსშესანიშნაობას საფრთხე აღარ ემუქრება და გახმობის პროცესი შეჩერებულია. მის გამოჯანმრთელებაზე მუშაობას კი ქართველი სპეციალისტები აპრილი-მაისიდან დაიწყებენ.

„საბედნიეროდ, ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას – ცხრა საუკუნის ჭადარს, რომელიც ქალაქში ჩამოსულ ტურისტებს ყველა სეზონზე იზიდავს, გახმობა აღარ ემუქრება. შიგნიდან ხის ლპობის პროცესი შეჩერებულია. დაახლოებით ორი კვირის წინ თბილისიდან იყვნენ ჩამოსული ქართველი სპეციალისტები, რომლებმაც კიდევ ერთხელ შეამოწმეს ჭადრის მდგომარეობა", — განაცხადა ნარეკლიშვილმა.

თელაველებმა ორი წლის წინ შენიშნეს, რომ ხის ტანმა ძირში ლპობა დაიწყო და ფუღურო გაუჩნდა. გაჩნდა ზედა ტოტების გადატეხის საშიშროება. თელავის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ ნადირაძემ დახმარებისთვის გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართა, რომელმაც ის გერმანელ სპეციალისტთან დააკავშირა.

როგორც ადრე ნადირაძემ „Sputnik-საქართველოს" განუცხადა, გერმანელმა ბოტანიკოსმა ძალზე მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია. მან პირობა დადო, რომ ხე კიდევ, სულ ცოტა, 100 წელს იცოცხლებს.

ყველა ახალი ამბავი
0