თბილისის ცენტრში თივით დატვირთულ სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსგავსი შემთხვევა კოსტავას ქუჩაზე ორი დღის წინაც მოხდა.

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. დღეს, დილით თბილისში, კოსტავას ქუჩაზე სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანა თივით იყო დატვირთული.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.

ანალოგიური შემთხვევა კოსტავას ქუჩაზე ორი დღის წინაც მოხდა — სატვირთო მანქანაზე განთავსებულ თივას ცეცხლი წაეკიდა. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლი მალევე ჩააქრეს.

ყველა ახალი ამბავი
0