რუსეთის პატრიარქი: ტატუნაშვილის ცხედარს საქართველოში დააბრუნებენ

© photo: Sputnik / Sergey Pyatakov / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის პატრიარქი კირილი
რუსეთის პატრიარქი კირილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ქართული მხარისთვის გადმოცემა „წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტის ხელშეწყობით იგეგმება.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს საქართველოში უმოკლეს ვადაში, გამოძიების ფარგლებში ჩატარებული კრიმინალური ექსპერტიზის მონაცემების მიღების შემდეგ დააბრუნებენ, ნათქვამია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის საპასუხო წერილში, რომელიც მან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გამოუგზავნა.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა ილია მეორემ ცხინვალის რეგიონში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაში შუამდგომლობის თხოვნით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს წერილით 2 მარტს მიმართა.

ტრიბუნა საქართველოს მთავრობის წევრების გამოსვლებისთვის - Sputnik საქართველო
ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს ამ კვირაში გადმოსცემენ

„თქვენი წერილის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ იქნა მიღებული მოცემული სიტუაციისთვის ყველა შესაძლო ზომა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღგვითქვა, რომ როგორც კი მიიღებენ გამოძიების ფარგლებში ჩატარებული კრიმინალური ექსპერტიზის მონაცემებს, ცხედარს უმოკლეს ვადაში დააბრუნებენ. ა. ტატუნაშვილის ქართული მხარისთვის გადმოცემა იგეგმება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანადგომით", — ნათქვამია რუსეთის პატრიარქის წერილში.

ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება ამტკიცებს, თითქოს დაკავებული ტატუნაშვილი გაქცევას ცდილობდა, ცხინვალის დე-ფაქტო ძალოვანმა სტრუქტურებმა კი ძალა გამოიყენეს, რის გამოც ის დაეცა, კიბეზე დაგორდა და ცუდად გახდა. იგი ადგილობრივ საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც 22 თებერვალს, გულის შეტევით გარდაიცვალა.

ტატუნაშვილის ახლობლებს ამ ვერსიის არ სჯერათ და მიიჩნევენ, რომ ის მოკლეს. ისინი ცხედრის გადმოცემას მოითხოვენ. ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება კი აცხადებს, რომ რუსი ექსპერტების დასკვნას ელოდება.

არსებული ინფორმაციით, ტატუნაშვილის ცხედარი ახლა ექსპერტიზაზეა, რომლის დასრულების შემდეგ მის გადმოსვენებას „წითელი ჯვრის" ორგანიზაცია განახორციელებს.

ტატუნაშვილის დაკავების შემდეგ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს არჩილ ტატუნაშვილი თანამშრომლობდა ქართულ სპეცსამსახურებთან და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ე.წ. „ოსი ერის გენოციდში".

პარლამენტი - Sputnik საქართველო
პარლამენტი არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას რუსეთს დააკისრებს

გარდა ამისა, უწყების განმარტებით, ტატუნაშვილის სიკვდილი გამოძიების ინტერესში არ შედიოდა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღნიშნულ ბრალდებებს  „გამოგონილი და ფაქტების დამახინჯების მიზანმიმართული მცდელობა" უწოდა.

არჩილ ტატუნაშვილი 2007-2011 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა. მას უმცროსი სერჟანტის წოდება ჰქონდა. ქართული მასმედიის ინფორმაციით, ტატუნაშვილი სხვადასხვა დროს მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში ერაყსა და ავღანეთში, ასევე იყო 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე.

ტატუნაშვილთან ერთად საქართველოს ხელისუფლების არაკონტროლირებად ტერიტორიაზე საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე დააკავეს — ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, რომლებსაც, მიუხედავად გათავისუფლებისა, ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ.

ყველა ახალი ამბავი
0