ჩოგოვაძე: წელს ტურიზმიდან შემოსავალი სამ მილიარდ დოლარს გადააჭარბებს

გამოწერა
თებერვლის თვის სტატისტიკური მონაცემები თამამად გვაძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ 2018 წელი ახალი რეკორდების წელიწადი იქნება, განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.
ჩოგოვაძე: წელს ტურიზმიდან შემოსული შემოსავლები სამ მილიარდ დოლარს გადააჭარბებს

„წელს ჩვენ პირველად გადავლახავთ 8-მილიონიან ნიშნულს საერთაშორისო მოგზაურების მიმართულებით, ხოლო შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან პირველად გადააჭარბებს 3 მილიარდ ამერიკულ დოლარს“, – აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ.

2018 წლის თებერვალში საქართველოს 440 806 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 19.8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის თებერვალში თვეში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და ირანიდან განხორციელდა. პოზიტიური ტენდენციაა შენარჩუნებული ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით თებერვალში გამოირჩეოდნენ გაერთიანებული სამეფო, ლიტვა, საფრანგეთი, გერმანია.

ყველა ახალი ამბავი
0