მზადება ბირთვული კატასტროფისთვის: დაიწყო უფასო იოდის აბების დარიგება

CC BY-SA 2.0 / IAEA Imagebank / 02510172რადიაციის ზონა
რადიაციის ზონა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღნიშნული ღონისძიება ბირთვული უსაფრთხოების ახალი გეგმითაა გათვალისწინებული, რომლის ავტორიც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი იან ამბონია.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ბელგიაში მოსახლეობას უფასოდ ურიგებენ იოდის აბებს ბირთვული კატასტროფისთვის მზადების ფარგლებში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

რა ემუქრება საქართველოს სომხეთის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში - Sputnik საქართველო
რა ემუქრება საქართველოს სომხეთის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში

სააგენტოს ბელგიის ფარმაცევტულ ასოციაციაში აცნობეს, რომ სამეფოს ნებისმიერ მოქალაქეს დღეიდან შეუძლია აფთიაქში უფასოდ მოითხოვოს იოდის აბები, რომლებიც რადიაციული დასხივების პროფილაქტიკისთვის გამოიყენება.

გარდა ამისა, ატომური ელექტროსადგურიდან 20 კმ რადიუსში მცხოვრები მოსახლეობა ვალდებულია იქონიოს იოდის აბების მარაგი.

აღნიშნული ღონისძიება ბირთვული უსაფრთხოების ახალი გეგმითაა გათვალისწინებული, რომლის ავტორია ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი იან ამბონი.

აღსანიშნავია, რომ ბელგიის ტერიტორიაზე შვიდი ბირთვული რეაქტორია განთავსებული, ხოლო კიდევ 25 — მეზობელ ქვეყნებში. და ეს ყველაფერი 200 კმ რადიუსში.

დღეიდან პოტენციური ბირთვული კატასტროფის რადიუსი 100 კმ-მდეა გაზრდილი და, შესაბამისად, მოცული აქვს ქვეყნის მთელი ტერიტორია.

ყველა ახალი ამბავი
0