თბილისში ბელარუსი მოქანდაკე ანდრეი ოსტაშოვის გამოფენა მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Vitaly Belousov / გადასვლა მედიაბანკშიქანდაკება „მფრინავის შეყვარებული“ - მოქანდაკე ანდრეი ოსტაშოვი
ქანდაკება „მფრინავის შეყვარებული“ - მოქანდაკე ანდრეი ოსტაშოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენაზე წარმოდგენილია ავტორის 50-მდე ქვისა და ბრინჯაოს სკულპტურა და 25-მდე გრაფიკული ნამუშევარი.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მიმდინარეობს ცნობილი ბელარუსი მოქანდაკისა და მხატვრის, ანდრეი ოსტაშოვის გამოფენა „ელემენტები — სკულპტურები და გრაფიკული ნამუშევრები", ნათქვამია მუზეუმის ვებგვედრზე გავრცელებულ განცხადებაში.

ანდრეი ოსტაშოვი ბელარუსი მოქანდაკეა, რომელიც ცხოვრობს და მოღვაწეობს მინსკში, არის ბელარუსის ხელოვნებათა აკადემიის ქანდაკების განყოფილების კურსდამთავრებული. ის მუშაობს ქვასა და ბრინჯაოზე, ასევე ქმნის გრაფიკულ ნამუშევრებს, უამრავი სამხატვრო პლაკატისა და ბუკლეტის ავტორია.

გია ბუღაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
თბილისში გია ბუღაძის გამოფენა „Olim - ოდესღაც" იხსნება

სხვადასხვა წლებში ასწავლიდა მინსკის სამხატვრო სასწავლებელში და ბელარუსის სახელმწიფო უნივერიტეტთან არსებულ სოციალურ ტექნოლოგიათა სახელმწიფო ინსტიტუტში. 1999 წლიდან — ბელარუსის მხატვართა კავშირის წევრია.

ოსტაშოვი უამრავი ჯილდოს მფლობელია. მათ შორის არის პოლონეთის კულტურის მინისტრის სასტიპენდიო პროგრამის დიპლომი (2003), ფერწერის, გრაფიკისა და ქანდაკების ბელარუსის პირველ ბიენალეზე გამარჯვება „ქანდაკების“ ნომინაციაში (2008) და სხვ.

ანდრეი ოსტაშოვის ნამუშევრები დაცულია ბელარუსის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, პოლონეთის, რუსეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბევრი სხვა ქვეყნის კერძო თუ სამუზეუმო კოლექციებში.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 50-მდე ქვისა და ბრინჯაოს სკულპტურა და 25-მდე გრაფიკული ნამუშევარი. დამთვალიერებელი იხილავს ანდრეი ოსტაშოვის როგორც ადრინდელ ნამუშევრებს, ასევე ახალ ნამუშევრებს სერიიდან „ელემენტები".

ცისფერი გალერეა - Sputnik საქართველო
თბილისში მიქელანჯელოს გრაფიკულ ნამუშევრებს გამოფენენ

აქტიური 20-წლიანი შემოქმედების განმავლობაში, ანდრეი ოსტაშოვი ქმნის თანამედროვე მითებსა და ლეგენდებს, რაც ერთნაირად ხიბლავს ზრდასრულ და ახალგაზრდა მნახველს. 

„ოსტაშოვის ნამუშევრებში ირღვევა ზღვარი რეალურ და წარმოსახვით სამყაროებს შორის. თავის შემოქმედებაში არტისტი ეხმიანება იდეას, რომ დღეისათვის ადამიანები აღარ იყოფიან ევროპელებად და აზიელებად. ევროპულ ესთეტიკასთან ერთად, იგი აქტიურად იყენებს აზიურ მოტივებსა და ელემენტებს. მისი შემოქმედება არის ერთგვარი ნაზავი ტრადიციული კულტურებისა, რომელიც, თავის მხრივ, ერწყმის თანამედროვეობას და თანამედროვე ადამიანის შინაგანი სამყაროს გამოძახილს წარმოადგენს“, — ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.

ანდრეი ოსტაშოვის გამოფენა 2018 წლის 18 მარტამდე გაგრძელდება. მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ., 11.


ყველა ახალი ამბავი
0