თბილისი, 5 მარტი — Sputnik. ამერიკული კინოაკადემიის მთავარი ჯილდო „ოსკარი“ „წლის საუკეთესო ფილმის" კატეგორიაში მექსიკელი რეჟისორის გილერმო დელ ტოროს „წყლის ფორმას" ერგო, იუწყება სააგენტო РИА Новости.
დაჯილდოების 90-ე ცერემონია ლოს-ანჯელესში გაიმართა.
Sometimes, you just gotta double-check. #oscars @RealGDT pic.twitter.com/yxf2AJP8PV
— IGN (@IGN) 5 марта 2018 г.
„წყლის ფორმასთან" ერთად „საუკეთესო ფილმის" კატეგორიაში მთავარ ჯილდოზე რვა ფილმი იყო წარდგენილი: Call Me By Your Name („დამიძახე შენი სახელით"), Get Out („თავს უშველე"), Darkest Hour („მძიმე დროება"), Dunkirk („დანკირკი"), Lady Bird („ჭიამაია"), Phantom Thread („მოჩვენებითი ძაფი"), Three Billboards outside Ebbing, Missouri („სამი ბილბორდი ებინგის გარეთ, მისური"), The Post („საიდუმლო დოკუმენტები").
გამარჯვებული 1961 წლის ლეგენდარული ფილმი „ბონი და კლაიდის" წყვილმა — ფეი დანაუეიმ და უორენ ბიტმა დაასახელეს, რომელთაც გასულ წელს "არ გაუმართლათ" — მათ საჭირო კონვერტი არ გახსნეს და გამარჯვებულად შეცდომით მიუზიკლი „ლა-ლა-ლენდი" დაასახელეს მაშინ, როდესაც კინოაკადემიკოსებმა გამარჯვება ფილმ „მთვარის შუქს" მიანიჭეს.
„წყლის ფორმა" — ინვალიდი ქალისა და ადამიანი–ამფიბიის სასიყვარულო ისტორიას ეხება, რომელიც საიდუმლო ამერიკულ ლაბორატორიაში გამოიყვანეს, იგი ნომინაციების რაოდენობით ლიდერი იყო — ფილმი 13 კატეგორიაში იყო წარდგენილი.