საქართველოს საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია დაწესებული

© Roads Department of Georgiaმცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზა
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
უამინდობამ საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე პრობლემები შექმნა.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო საქართველოს საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპერტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის ხედი - სანაპირო და მეტეხის ხიდი - Sputnik საქართველო
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 6 მარტს

„მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", — ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან ერთად მლეთა–გუდაურის(ფოსტა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაუჩერებლად გავლის რეჟიმში განხორციელდება.

აკრძალვებია დაწესებული წესი–ურავის საავტომობილო გზაზეც, სადაც 4-5 კმ მონაკვეთზე ჩამოსულია დიდი მოცულობის კლდოვანი მასა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაფერისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

ყველა ახალი ამბავი
0