მრგვალი მაგიდა: სასამართლო სისტემის რეფორმის პრობლემები საქართველოში

გამოწერა
მრგვალი მაგიდა თემაზე „საქართველოში სასამართლო რეფორმები" სამშაბათს, 6 მარტს, 14:00 საათზე „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართება.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. 2018 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა სასამართლო რეფორმის შესახებ რვა კანონში ცვლილებების პაკეტი მიიღო. რეფორმის მესამე ტალღა 2016 წელს დაიწყო. ის ითვალისწინებს საქმეთა ელექტრონული განაწილების შემოღებას, მოსამართლეებისთვის დამატებითი გამოსაცდელი ვადის შემოღებას, სასამართლოების თავმჯდომარეების მოადგილეთათვის სასამართლო კოლეგიების თავმჯდომარეობის აკრძალვას.

გარდა ამისა, საქალაქო და რაიონულ სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნისას პრიორიტეტი იუსტიციის სკოლის კურსდამთავრებულებსა და იმათ უნდა მიენიჭოს, ვინც კეთილსინდისიერებისა და რეპუტაციის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ასევე რეფორმა ითვალისწინებს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეების დანიშვნას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ და უვადოდ დანიშნული მოსამართლეებისთვის გამოსაცდელი ვადის შემოღებას.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ქართული ოცნება" აქტიურად შეუდგა სასამართლო სისტემის რეფორმირებას. სასამართლო რეფორმის პირველი ტალღა 2013 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების თაობაზე მიღებული ცვლილებები გახდა. მაშინ პრეზიდენტისა და პარლამენტის კვოტები შეამცირეს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ექვსი დამოუკიდებელი კანდიდატი შევიდა, რომლებიც მოსამართლის თანამდებობას არ იკავებენ და ექვსი მოსამართლე, რომლებსაც მოსამართლეთა კონფერენცია ირჩევს.

საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ სასამართლო რეფორმას განიხილავენ და შეაფასებენ მრგვალი მაგიდის მონაწილეები:

— შალვა ქურდაძე — სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი;

— შალვა ხაჭაპურიძე — ადვოკატი;

— სამართლის დოქტორი, პროფესორი ვენედი ბენიძე.

ღონისძიება ქართულ ენაზე გაიმართება

მედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ მრგვალ მაგიდაში მონაწილეობისთვის, რომელიც ჩატარდება „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში მისამართზე:

თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №61, С ბლოკი, მე-5 სართული.

ცნობები ტელეფონზე: 555 90 89 77.

მასმედიის წარმომადგენელთა აკრედიტაცია: E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ: +995555908977.

გაგზავნეთ განაცხადი media@sputnik-georgia.com და გახდით მულტიმედიური პრეს-ცენტრ „Sputnik-საქართველოს" ანონსების e-mail-ხელმომწერი.

ყველა ახალი ამბავი
0