რას მოიცავს ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგია

© FB / Giorgi Kvirikashviliსაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტში ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიული ეროვნული ხედვის პრეზენტაცია გაიმართა.
რას მოიცავს ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგია

„ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ძირითადი მიზანია – რეგიონებში იყოს როგორც გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლება, ასევე შესაბამისი რესურსი ამ გადაწყვეტილების მიღებისა და აღსრულებისთვის", — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიული ეროვნული ხედვა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: პირველი — თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაფართოება; მეორე — თვითმმართველობას, მეტი ეფექტიანობისთვის, უნდა ჰქონდეს მეტი ფინანსური რესურსი და, მესამე — თვითმმართველობა უნდა აკმაყოფილებდეს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უმაღლეს პრინციპებს.

ყველა ახალი ამბავი
0