თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში სკოლის მოსწავლე ერთ-ერთი მიტოვებული შენობიდან გადმოვრდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს” კორესპონდნეტი.
დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
როგორც „Sputnik-საქართველოს” კლინიკაში განუცხადეს, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და 3 წლამდე ვადით თავისუფლების შეზღუდვით ან 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.