სამგორში ძლიერი ხანძარი გაჩნდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო-სამაშველო სამსახურის მანქანა
სახანძრო-სამაშველო სამსახურის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცეცხლი სამგორის რაიონში მდებარე ერთსართულიან საწყობს და მასში განთავსებულ ხის მასალას უკიდია.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. თბილისში, სამგორის რაიონში ძლიერი ხანძარია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სამგორის რაიონში, გიორგი ნადარეიშვილის ქუჩაზე ერთსართულიანი საწყობის შენობა იწვის. საწყობში ხის მასალაა განთავსებული.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი დახლოებით 2 000 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. ადგილზე მობიზებულია 30 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი. ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა.

მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ბოლო ინფორმაციით, რომელსაც ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi) ავრცელებს, ხანძარი ლოკალიზებულია.

ყველა ახალი ამბავი
0