ქსენია სობჩაკს მოსკოვში თავს დაესხნენ

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიქსენია სობჩაკი
ქსენია სობჩაკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოთხშაბათს რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა ვლადიმირ ჟირინოვსკის პირდაპირ ეთერში წყალი შეასხა

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ქსენია სობჩაკი იუწყება, რომ მას მოსკოვის ცენტრში თავს დაესხნენ, იუწყება РИА Новости.

ინციდენტი მოხდა ღონისძიებაზე, რომელიც სსრკ-ის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტის, მიხაილ გორბაჩოვის დაბადების დღეს მიეძღვნა.

თავდამსხმელმა ხელი ჰკრა ქსენია სობჩაკს, რომელიც წაიქცა, შემდეგ წყალი შეასხა და წამოიძახა: „ეს ჟირინოვსკისთვის!“

დაცვამ თავდამსხმელი დააკავა. სობჩაკის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, თავდამსხმელი მოსკოვის დუმის თავმჯდომარის, ალექსეი შაპოშნიკოვის თანაშემწე ალან ძუცევია.

მომხდარის ადგილზე ადვოკატები მივიდნენ. პოლიციელებმა ოქმი შეადგინეს და მამაკაცი განყოფილებაში გადაიყვანეს.

ოთხშაბათს გამართულ ტელედებატებზე ქსენია სობჩაკმა წყალი შეასხა რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატ ვლადიმირ ჟირინოვსკის, რომელმაც მას უცენზური სიტყვებით მიმართა.  

რუსეთის პრეზიდენტის არჩვენები 18 მარტს გაიმართება. პრეზიდენტის პოსტზე ოფიციალურად რვა კანდიდატია დარეგისტრირებული: სერგეი ბაბურინი („რუსეთის საერთოსახალხო კავშირი“), პაველ გრუდინინი (კომუნისტური პარტია), ვლადიმირ ჟირინოვსკი (რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია), ვლადიმირ პუტინი, ქსენია სობჩაკი („სამოქალაქო ინიციატივა“), მაქსიმ სურაიკინი („რუსეთის კომუნისტები“), ბორის ტიტოვი („ზრდის პარტია“), გრიგორი იავლინსკი („იაბლოკო“).


ყველა ახალი ამბავი
0