ძლიერმა ქარმა ლაითურში პრობლემები შექმნა - ორსართულიან საცხოვრებელ სახლს ხე დაეცა

გამოწერა
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. დაბა ლაითურში ძლიერი ქარის გამო ორსართულიან საერთო საცხოვრებელს ხე დაეცა, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ინციდენტი ღამის საათებში, დაბის მე-3 რაიონში მოხდა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლის სახურავი.

შემთხვევის ადგილზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ოსიკო თოთიბაძე და ლაითურის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ჩაგანავა იმყოფებოდნენ.

© Photo: Courtesy of City hall of Ozurgeti municipalityორსართულიან საერთო საცხოვრებელს ხე დაეცა
ორსართულიან საერთო საცხოვრებელს ხე დაეცა - Sputnik საქართველო
ორსართულიან საერთო საცხოვრებელს ხე დაეცა

ამ დროისთვის მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
ყველა ახალი ამბავი
0