საქართველოს ხელისუფლებამ პიარზე ხარჯები გაზარდა

© photo: Sputnikსაქართველოს მთავრობა - დარბაზი ბრიფინგებისთვის
საქართველოს მთავრობა - დარბაზი ბრიფინგებისთვის - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ამტკიცებს, რომ ქვეყნის სახელმწიფო უწყებები პრესსამსახურებზე საბიუჯეტო თანხებს არამიზნობრივად ხარჯავენ

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ დაადგინა, რომ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სახელმწიფო უწყებებმა პრესსამსახურების შენახვაზე მეტ თანხებს ხარჯავენ.

პრესსამსახურების თანამშრომლების სახელფასო ხარჯებმა 2017 წლის ცხრა თვის განმავლობაში 9,3 მილიონ ლარამდე შეადგინა, რაც 2012 წლის მთლიან პერიოდს 2,9 მილიონი ლარით აღემატება.

ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აცხადებდნენ, რომ მოსახლეობა არ არის სათანადოდ ინფორმირებული მის საქმიანობასა ან მიღწევებზე, და მთავარ მიზეზად არასათანადო პიარი სახელდებოდა.

„მოქმედი ხელისუფლება ათობით მილიონ ლარს ხარჯავს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლების შრომის ანაზღაურებისთვის, რომელთა უმთავრესი ფუნქციაა მოსახლეობამდე მიიტანონ ხელისუფლების საქმიანობა და მისი შედეგები. შესაბამისად, თუ ხელისუფლება ვერ ახერხებს საკუთარი საქმიანობის სათანადოდ წარმოჩენას, მთავარი მიზეზი შესაძლოა არაკომპეტენტურობა იყოს, რაც ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზეც მიანიშნებს“, — ნათქვამია კვლევაში.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
მარგველაშვილმა მმართველი პარტია მის წინააღმდეგ აგორებულ „შავ პიარში“ დაადანაშაულა

2012 წლიდან 2017 წლის ოქტომბრამდე პრესსამსახურების თანამშრომლების რაოდენობა 423-დან 643-მდე გაიზარდა, ხოლო მათი სახელფასო ხარჯი 55,4 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 2013 წლიდან, ანუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ თვეში, ხარჯებმა 49,7 მლიონ ლარს გადააჭარბა.

ყველაზე მეტს სამი სამინისტრო ხარჯავდა — შსს, თავდაცვის სამინისტრო და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

მაგალითად, შსს-მ 2012 წლიდან 2017 წლის ოქტომბრამდე პრესსამსახურის თანამშრომელთა ხელფასებზე 5,8 მილიონი ლარი გამოყო, თავდაცვის სამინისტრომ — 4,3 მილიონი ლარი, ხოლო ჯანდაცვის სამინისტრომ — 3,9 მილიონი ლარი.

კვლევის ჩასატარებლად არასამთავრობო ორგანიზაციამ 133 საჯარო უწყებიდან გამოითხოვა ინფორმაცია და მონაცემები 121 უწყებიდან მიიღო.


ყველა ახალი ამბავი
0