საქართველოს ბორჯღალოსნებმა ესპანეთს მოუგეს

© Sputnik / STRINGERსაქართველოს რაგბის ნაკრების წევრი სოსო მათიაშვილი
საქართველოს რაგბის ნაკრების წევრი სოსო მათიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის ერთა თასის წლევანდელ გათამაშებაში ქართველ მორაგბეებს ჯერჯერობით არ წაუგიათ

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. რაგბიში ევროპის ჩემპიონატის III ტურის მატჩი საქართველოსა და ესპანეთს შორის ქართველების მოგებით ანგარიშით 23:10 დასრულდა, იუწყება საქართველოს რაგბის ფედერაციის Facebook-გვერდი.

შეხვედრა საქართველოს და ესპანეთის ნაკრებებს შორის თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე დღეს, 18:00 საათზე დაიწყო.

„დიდიმადლობა მესხის სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს, რომლებმაც დედის დღეს ბოლომდე გაავსეს მესხის სტადიონი და შეუდარებლად ქომაგობდნენ ბორჯღალოსნებს“, — ნათქვამია ფედერაციის Facebook-გვერდზე.

მატჩს ტელეარხი „იმედი“ გადასცემდა. 


ყველა ახალი ამბავი
0