მადლობა, რომ ყოველთვის მელოდები!

© photo: Sputnik / Nikolai Khizhnyak / გადასვლა მედიაბანკშიგაზაფხულის პირველი ყვავილები
გაზაფხულის პირველი ყვავილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. მეხანძრეებმა დედებს დღესასწაული ვიდეორგოლით მიულოცეს — ვიდეორგოლი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის Facebook-ის გვერდზე 3 მარტს გამოჩნდა.

დღესასწაულის ისტორია საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელს უკავშირდება, რომელმაც 1991 წელს ის პარლამენტის დასამტკიცებლად გამოიტანა. ახალ დღესასწაულს ქალთა საერთაშორისო დღე უნდა შეეცვალა, რადგან მაშინ 8 მარტი, გამსახურდიას ინიციატივით, გააუქმეს. 

თუმცა, ათი წლის შემდეგ 8 მარტი ისევ დღესასწაულად იქცა — 2002 წელს, საქართველოს მეორე პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის პერიოდში, პარლამენტის გადაწყვეტილებით ის აღადგინეს.

8 მარტი კვლავ დღესასწაულად ნინო ბურჯანაძის ინიციატივით იქცა, რომელიც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

შესაბამისად, საქართვცელოში ქალებსა და დედებს ორი დღესასწაული ეძღვნება — 3 მარტი და 8 მარტი, ორივე დღე უქმეა.


ყველა ახალი ამბავი
0