დასახელდა ისტორიაში ყველაზე საშიში ფილმი

CC BY 2.0 / gostealahead / She's scared.კატას შეეშინდა
კატას შეეშინდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ესპანური ფილმი „უიჯი ვერონიკას წყევლა“ (Verónica) ეკრანებზე 26 თებერვალს გამოვიდა

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. პორტალმა NME დაადგინა, რომ კინემატოგრაფიის ისტორიაში ყველაზე საშიში ფილმი არის „უიჯი ვერონიკას წყევლა“ (Verónica) — ესპანური სურათი, რომელიც რეჟისორმა პაკო პლასამ 2017 წელს გადაიღო.

საშინელებათა ფილმმა, რომელიც Netflix-ის არხზე მიმდინარე წლის 26 თებერვალს გამოვიდა, მაყურებელი ნანახით გააოცა. ჰორორის რეიტინგმა პორტალ Rotten Tomatoes-ზე 100% შეადგინა, ნათქვამია პორტალზე.

„უიჯი — ეს არის სპირიტული სეანსების დაფა მკვდართა სულების გამოსაძახებლად. მას ეშმაკის დაფას ეძახიან, რადგან იმქვეყნიურ სამყაროსთან ურთიერთობა ცოცხალი ადამიანისთვის უშედეგოდ არ მთავრდება. იმან, ვინც ხელში უიჯის აიღებს, უნდა იცოდეს, რომ მას გააჩნია საშინელი ძალა გაუღოს კარი ჯოჯოხეთურ ბოროტებას, რომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა პრაქტიკულად შეუძლებელია“, — ნათქვამია ფილმის აღწერაში.


ყველა ახალი ამბავი
0