კოკა-კოლა ნატახტარში „ჭკვიან“ ქარხანას ააშენებს
„ეს არის ჩვენთვის ძალიან საინტერესო პროექტი. ქარხანაც უფრო ძლიერი გახდება როგორც ტექნოლოგიურად, ასევე წარმადობით. ახალ ქარხანაში მოხდება როგორც ხარჯების ოპტიმიზაცია, ასევე გაუმჯობესდება ხარისხი და მომსახურება“, — აღნიშნა თემურ ჭყონიამ.
ბიზნესმენის განცხადებით, „კოკა-კოლას“ არსებული ქარხნის ტერიტორიაზე, რომელიც დიდუბეში 27 000 კვ.მ ფართობს იკავებს, პატარა უბანი აშენდება.